1.პროექტის სახელი:" ბუნება ჩვენი საერთო სახლია"
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან ბუნების დაცვის პრობლემებს.
3.პროექტის სრული აღწერა:ბუნების დაცვა-გლობალური პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,მოსწავლეები კომპეტენტური პირებისაგან მიიღებენ მეტ ინფორმაციას ამ პრობლემებთან დაკავშირებით,ახლოს გაეცნობიან ქალაქში არსებულ სირთულეებს,გამოიკვლევენ,ვის კომპეტენციაში შედის ამ პრობლემების მოგვარება და რა კეთდება ქ.რუსთავში ბუნების საკეთილდღეოდ.
4.მონაწილეთა ასაკი:მე-10კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა:3კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსიების გამართვა,კითხვების ფორმულირება-რა გვაინტერესებს-ინტერვიუ კომპეტენტურ ადამიანებთან,მასალების მოძიება წიგნსა და ინტერნეტში,ინტერნეტ-საიტები საქართველოსა და გერმანიაში.ქალაქის დათვალიერება და მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების გაკეთება, სურათების გადაღება,ნამუშევრების განთავსება ბლოგებზე ან პლაკატზე,ბუკლეტების შექმნა და გავრცელება:რა გაკეთდა,რა კეთდება,რა უნდა გაკეთდეს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სურათების,ჩანახატების გამოფენა-ჩემი თვალით დანახული რუსთავის ბუნება,პლაკატი ან ბლოგი,პრეზენტაცია.
8.სარგებელი სხვებისათვის:პროექტი კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანებს,რომ ბუნების განადგურებაში თითოეული ჩვენგანია დამნაშავე და რომ მისი აღდგენა და დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
9.სამუშაო ენა:გერმანული,ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ბოტანიკა,ბიოლოგია.ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.პროექტის ფასილიტატორი:ნინო ყურაშვილი
12.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ninogeorgien82@gmail.com
13. http://ninokurashvili-nino.blogspot.com/2009/10/blog-post.html
კოჩაღ ნინო ეს ინტერფეისი უფრო უხდება
ОтветитьУдалить